Friday, February 27, 2015
ჩემი პროექტის იდეა
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება პირველ საუკუნეშივე დაიწყო. ახალი რელიგია აქ იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა, მაგრამ მაშინ საყოველთაო გავრცელება ვერ ჰპოვა.ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოხდა მეოთხე საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც წმინდა ნინო კაპადოკიელი შემოვიდა ქართლში. მოსწავლეები მოიძიებენ აღნიშნული ეპოქის შესახებ არსებულ ინფორმაციას. გააანალიზებენ იმ ხელისშემშლელ თუ ხელშემწყობ ფაქტორებს, რომელთაც იმ დროს ჰქონდა ადგილი. მოახდენენ შედარებას საქართველოში დღეს არსებულ ვითარებასთან რელიგიურ საკითხთან მიმართებაში; დღეს, როდესაც მართლმადიდებლობის გარდა საქართველოში გავრცელებულია მრავალი რელიგიური კონფესია, რა როლი აკისრია მართლმადიდებელ ქრისტიანობას ერის სულიერ ცხოვრებაში. იმსჯელებენ, მოაწყობენ დისკუსიას და შეძლებენ სწორი დასკვნის გამოტანას.
ტრენინგის პირველი დღე
დღეს მინდა ვისწავლო, როგორ გავხადო გაკვეთილი უფრო საინტერესო, რომ ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
Subscribe to:
Posts (Atom)